განაცხადება აკვაკულტურის ნებართვებთან დაკავშირებით
- თარიღი:
2023 წლის 1 მარტამდე აკვაკულტურის საქმიანობის (თევზისა და სხვა წყლის ორგანიზმების მოშენება) განმახორციელებელ პირებს ევალებათ აიღონ აკვაკულტურის ნებართვა და შესაბამისი განაცხადი წარუდგინონ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
ნებართვის აღებისაგან განთავისუფლებულია მცირე მოცულობის - 50 კუბური მეტრისა და რეცირკულარული აკვაკულტურის კონსტრუქციით აკვაკულტურის საქმიანობის განმახორციელებელი პირები.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ჩამოტვირთონ და შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა, რომელსაც წარმოადგენენ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში მატერიალური ან ელექტრონული სახით.
მის: დ. აღმაშენებლის გამზ.150, 0112 თბილისი;
ელ-ფოსტა: info@nea.gov.ge