შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

მეთევზეობა, აკვაკულტურა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი

საქართველოს საზღვაო წყლებსა და შიგა წყალსატევებში მეთევზეობის კვლევა - თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო ლიმიტების განსაზღვრა, თევზჭერის ბადე-იარაღების და ხერხების ანალიზი,  თევზჭერის სტატისტიკური ანალიზი;

აკვაკულტურის (მათ შორის მარიკულტურის და ეკოლოგიური აკვაკულტურის) და მდგრადი მეთევზეობის განვითარების ხელშეწყობა;

საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის თევზების, ზღვის ძუძუმწოვრების და ასოცირებული ჰიდროფაუნის, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოების, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორის, მიკრობიოტის კვლევა და მონიტორინგი;

საქართველოს შიგა წყალსატევების  (ტბები, წყალსაცავები, ლაგუნები, ესტუარები, მდინარეები, წყალჭაობიანი ლოკალიტეტები) ბიომრავალფეროვნების (თევზები, ასოცირებული ჰიდროფაუნა, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოები, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორა, მიკრობიოტა) კვლევა და მონიტორინგი;

ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების დაცვის, აღდგენის და გონივრული მართვის წინადადებების შემუშავება, მათ შორის სახეობათა კონსერვაციული სტატუსის შეფასება, საქართველოს წითელი ნუსხის განახლებაში მონაწილეობის მიღება.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501