გარემოს ეროვნული სააგენტო

ლიცენზიები

ტყითსარგებლობის სპეციალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ტყითსარგებლობის სპეციალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის მოპოვების კვოტების დამტკიცების მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

კონკრეტული ტყითსარგებლობის სპეციალური ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის შესახებ განაცხადების განხილვა საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისთვის;

უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში  ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაციის განაცხადების განხილვა;

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ დაჭერილი თევზჭერის პროდუქტების ექსპორტის მიზნით განმცხადებლის მოთხოვნით, თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმების უზრუნველყოფა;

უცხო ქვეყნების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატების თაობაზე შეტყობინების დადასტურების უზრუნველსაყოფად იმ სახელმწიფოებისა და მათი უფლებამოსილი ორგანოების შესახებ ჩანაწერების წარმოება, რომელთაგანაც მიიღო შესაბამისი შეტყობინება;

აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის თაობაზე განაცხადების განხილვა, აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა; 

აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.

ლიცენზიების მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას, მათ აღმოსაფხვრელად ან/და გამოსასწორებლად წინადადებების შემუშავება გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის;

ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

ლიცენზიების გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების ორგანიზება; სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა; უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა;

კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;

ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;