შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია

ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია - თბილისი

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო  მოიცავს:

  • ქიმიური და ბიოლოგიური (მიკრობიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური) ანალიზების განხორციელებას;
  • ზედაპირული, ჩამდინარე, მიწისქვეშა წყლების, ატმოსფერული ნალექების,  ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, ფსკერული ნალექების ხარისხის კვლევას; 
  • ლაბორატორიული ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფას;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, ასევე, მოქალაქეებისგან შემოსული მომართვებისა და დაინტერესებულ პირებთან (დამკვეთებთან) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე  შესაბამისი ანალიზების ჩატარებას;
  • ჩატარებული ანალიზების საფუძველზე მონაცემთა ბაზების შექმნას;
  • კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

 

ქუთაისის ლაბორატორია

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო  მოიცავს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული გეგმით დადგენილ ადგილებში და სხვადასხვა მომართვის საფუძველზე აღებულ სინჯებში ქიმიური გამოცდების ჩატარებას:

  • ზედაპირულ წყალში;
  • ჩამდინარე წყალში;
  • მიწისქვეშა წყალში;

 

ბათუმის ლაბორატორია

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო  მოიცავს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული გეგმით დადგენილ ადგილებში და სხვადასხვა მომართვის საფუძველზე აღებულ სინჯებში ქიმიური გამოცდების ჩატარებას:

  • ზედაპირულ წყალში;
  • მიწისქვეშა წყალში;
  • ჩამდინარე წყალში;
  • ზღვის წყალში.

 

ზესტაფონის ლაბორატორია

ლაბორატორიის საქმიანობის სფერო  მოიცავს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული გეგმით დადგენილ ადგილზე და სხვადასხვა მომართვის საფუძველზე ატმოსფერული ჰაერის სინჯებში ქიმიური გამოცდების ჩატარებას.