შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - ქ. თბილისში შპს "ეისიი მეტალს"-ის სორტული ნაგლინის (ლითონის ცხლად დამუშავება) საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

შპს „ეისიი მეტალსის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია განცხადება, რომელიც ეხება  ქ. თბილისში შპს "ეისიი მეტალს"-ის სორტული ნაგლინის (ლითონის ცხლად დამუშავება) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1157).

პროექტთან დაკავშირებით 2023 წლის 27 იანვარს, 12:00-საათზე, ქ. თბილისში, სამგორის რაიონის გამგეობის შენობაში ჩაინიშნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელიც ასევე განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1207). 

დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 16 იანვრის N 21/122 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტზე მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოცემული გარემოების გათვალიწინებით 2023 წლის 27 იანვარს ჩანიშნული საჯარო განხილვა აღარ ჩატარდება.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501