განცხადება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქ. ზესტაფონში, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სამინისტროში წარდგენილი იქნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/13654).
შპს „ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ფეროშენადნობთა ქარხანაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა სხვადასხვა საკითხები, რაც არ იყო განხილული ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „ჯორჯიან მანგანეზს” სამინისტროს შენიშვნები ეცნობა 2020 წლის 10 აპრილის N3788/01 წერილით (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/25576).
შპს „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ N3788/01 წერილის შესაბამისად სამინისტროში წარდგენილი იქნა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (წერილი N13964) ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდინარე საქმიანობის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშზე (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33131; https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33139).
ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშსა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკში მითითებული ღონისძიებების შესრულების ვადები საჭიროებს კორექტირებას, ამასთან, განხილვას საჭიროებს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის განცხადების თანახმად (სამინისტროს 2022 წლის 16 ნოემბრის N10637/01 წერილი) ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში განხორციელებული ღონისძიებები. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ სააგენტოს შენიშვნები ეცნობა 2022 წლის 21 ნოემბრის N21/7084 წერილით (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1103).
შპს „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ N21/7084 წერილის შესაბამისად სააგენტოში წარდგენილი იქნა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (წერილი N1361) ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდინარე საქმიანობის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშზე.
დამატებით წარდგენილ ინფორმაცია/დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).