გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კურორტ ბეშუმის (მიმდებარე ტერიტორიებით), გოდერძის უღელტეხილის არეალისა და შქერნალის უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
სგშ სკოპინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
2023 წლის 3 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კურორტი ბეშუმის (მიმდებარე ტერიტორიებით), გოდერძის უღელტეხილის არეალისა და შქერნალის უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკოპინგის განცხადება ( იხ. ლინკი https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4674 ).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 10 აპრილს წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციასა და სკოპინგის განცხადებაზე.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).