გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. წიწკანაანთსერში მესაქონლეობის ფერმის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „ყვარლის ბაგას“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სოფ. წიწკანაანთსერში მესაქონლეობის ფერმის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაცის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1275).
აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 6 აპრილის N 21/2397 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4672).
2023 წლის 15 მაისს შპს „ყვარლის ბაგას“ მიერ N4276 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია მესაქონლეობის ფერმის რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).