შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედაში სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და  საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „აჭარის წყლის ალიანსი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქედის მუნიციპალიტეტი, დაბა ქედა;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

2023 წლის 28 ივნისი 11:00 საათი,  ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა.

 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 13 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0