შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1254). 2023 წლის 24 იანვრარს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N04/19 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1346).

აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის N21/3216 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ბმული -  https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4770).

2023 წლის 24 მაისს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N04/146 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული ინფორმაცია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე. 

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501