გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (ეგხ ,,ტანძიას" N69 ანძიდან - N85 ანძამდე მონაკვეთის დერეფნის ცვლილება)
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
2022 წლის 29 ივლისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას (ეგხ ,,ტანძიას" N69 ანძიდან - N85 ანძამდე მონაკვეთის დერეფნის ცვლილება) (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/480).
გაცნობებთ, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ, 2022 წლის 5 ოქტომბერს (წერილი N5378) სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ტყითსარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).