შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი

საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დონის ბუნებრივი და ანთროპოგენური დატვირთვით გამოწვეული დაბინძურების ხარისხის დადგენა, ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების სტაციონარული პუნქტებისა და ექსპედიციების მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის, წყლების, ატმოსფერული ნალექების და ნიადაგის ქიმიურ, ბიოლოგიურ (მიკრობიოლოგიურ) დაბინძურებაზე, ასევე შავი ზღვის ქიმიურ დაბინძურებაზე რეგულარული დაკვირვების წარმოება და გარემოს ფიზიკური ფაქტორების (ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური და სხვა) დონეების განსაზღვრა;

გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნაში მონაწილეობა და შესაბამის მონაცემთა ხარისხის კონტროლი;

გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით სახელმწიფო დაწესებულებების და დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა;

სამრეწველო ობიექტების სანებართვო დოკუმენტაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაციების (გარემოსდაცვითი მონიტორინგის და შემარბილებელი ღონისძიებების გეგმები) განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისი შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ექსპერტიზის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა;

კომპეტენციის ფარგლებში, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის შეთანხმების და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა;

სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სამრეწველო ობიექტების გარემოსდაცვითი კუთხით შემოწმების პროცედურებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

მოსახლეობიდან შემოსული მომართვის საფუძველზე ადგილზე შესაბამისი გაზომვითი სამუშაოების ჩატარება;

კომპეტენციის ფარგლებში გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების ფაქტების დასადგენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;

კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა;

კომპეტენციის ფარგლებში ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის უწყებებთან ერთად ისტორიული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;

გარემოს დაბინძურების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციების შემცველი წელიწდეულების, ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება;

კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება;

კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

„ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია“ - საქმიანობის სფერო ჩაანაცვლეთ შემდეგი ტექსტით:

ქიმიური და ბიოლოგიური (მიკრობიოლოგიური) ანალიზების განხორციელება;

ზედაპირულია, ჩამდინარე, მიწისქვეშა  წყლების, ატმოსფერული ნალექების,  ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, ფსკერული ნალექების ხარისხის კვლევა;

ლაბორატორიული ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;

სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, ასევე, მოქალაქეებისგან შემოსული მომართვებისა და დაინტერესებულ პირებთან (დამკვეთებთან) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე  შესაბამისი ანალიზების ჩატარება;

ჩატარებული ანალიზების საფუძველზე მონაცემთა ბაზების შექმნა;

კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება;

კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.