შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ატმოსფერული ჰაერი

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 2014-2017 წლები ჰაერის ხარისხის შეფასების მოძველებული სისტემა ეტაპობრივად ჩაანაცვლა თანამედროვე ევროპულმა სისტემებმა.

ქვეყანაში 8 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტომატური სადგური ფუნქციონირებს, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა აწარმოოს 24 საათიანი მონიტორინგი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.  ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით ინდიკატორულ გაზომვებს 2015 წლიდან ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოზონის და ბენზოლის შემცველობა საქართველოს 25 ქალაქში განისაზღვრება.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურებიდან მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში პრობლემური დამბინძურებლებია მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5­) და აზოტის დიოქსიდი.