გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაცია
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/276).
2022 წლის 24 აგვისტოს N 21/4733 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/643).
2022 წლის 22 სექტემბერს შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ N5036 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/816).
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 3 ოქტომბერს N 21/5814 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კვლავ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება.