გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაცია
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომელიც ეხება ქ. რუსთავში, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/276).
2022 წლის 24 აგვისტოს N 21/4733 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/643). აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 22 სექტემბერს შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ N5036 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ფეროშენადნობების საწარმოს ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის (აგლომერაციის საწარმოს) მოწყობა-ექსპულატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/816).
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 3 ოქტომბერს N 21/5814 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კვლავ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 27 ოქტომბერს შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მიერ N5932 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში კვლავ წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).